რა იგეგმება თბილისში დედაენის დღესთან დაკავშირებით

08 Apr 2021 11:18

სპეციალურად დედაენის დღისთვის კომპლექსური და მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, - ამის შესახებ „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის პროექტის დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.


„საბავშვო მიმართულებით ჩვენ გვექნება მასტერკლასები და ვორქშოფები, კონკრეტულად ტიპოგრაფიასა და მხატვრობაში. მოზარდებისთვის გვექნება შემოქმედებითი წერის მასტერკლასი, ხოლო მოზრდილებისა და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ჩვენ გვექნება განხილვა-დისკუსია 1978 წლის 14 აპრილის, ამ ისტორიული თარიღის შესახებ. ასევე გვექნება მუსიკალური ნომრები. ამჟამად იუნესკოს გუნდი, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ამზადებს დოკუმენტურ ფილმს, რომლის ანალოგიც არ არსებობს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ამ პროცესებში ჩართული ადამიანები, მკვლევრები და გვექნება არაჩვეულებრივად მოძიებული საარქივო მასალა. სწორედ ამ დოკუმენტური ვიდეოს პრეზენტაციით დაიწყება ეს ღონისძიება“, - განაცხადა ნინია მაჭარაშვილმა.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი