არავითარი ქურდი არაა - გია სურამელაშვილი შვილზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

08 Apr 2021 12:13

მომღერალი გია სურამელაშვილი ქართულ მედიაში მისი შვილის მიმართ გავრცელებულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ნუგზარ სურამელაშვილი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრი. მომღერალი "მთავართან" ყვება, რომ ჭორი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისი შვილი, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში, ჩეჩნებს შორის დაპირისპირებას შეესწრო, მან კი გაშველება სცადა, რის შემდეგაც დააკავეს.

"ეს იყო ჩვეულებრივი გარჩევა, სადღაც სადაც ჩემი შვილი მოხვდა. შეესწრო ამ ამბავს, რომ უბრალოდ ცემა-ტყეპა არ იყო, ხოცავდნენ ერთმანეთს. 2 დღე იჯდა ციხეში, გამოუშვეს, როგორც გამშველებელი, მაგრამ არის რაღაც საშიშროება. ტელეფონზე მომივიდა "შენი ქურდი" შვილიო, არავითარი ქურდი არ არის, ეს არის ერთი ვაჟკაცი, კაი ბიჭი, რომელიც კარგად, ლამაზად ცხოვრობს", - თქვა გია სურამელაშვილმა. 

ნუგზარ სურამელაშვილი საფრანგეთის სასამართლომ თავდებობით გაათავისუფლა, მისი პროცესი 19 აპრილსაა ჩანიშნული. მომღერალი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი