რეზონანსი: ინფიცირების შემთხვევებმა ცოტათი მოიმატა, მაგრამ მკვეთრად გაიზარდა ტესტირებაც - დადებითობის მაჩვენებლი ნორმაშია

08 Apr 2021 13:00

საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 201 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 281, პისიარტესტით – 13 920.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,23 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,5 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 286 406 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 084 გამოჯანმრთელდა, 3 849 კი გარდაიცვალა.



რეზონანსი 





კომენტარები:

ფართი შოპი