რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

05 Apr 2018 01:58

ვერძი
მიმდინარე პრობლემებს წარმატებით მოაგვარებთ, ამიტომ საღამოს რაღაც ისეთი აკეთეთ, რაც ნერვებს დაგიმშვიდებთ. დღეს რჩევების მოსმენის ხასიათზე არ ხართ და კარგი იქნება, თუ თქვენი ახლობლები ამას გაითვალისწინებენ.


კურო
სცადეთ და კიდევ ერთხელ დააკაკუნეთ კარზე, რომელსაც აქამდე არ გიღებდნენ. შესაძლოა, ამჯერად თქვენი ხმა გაიგონ. ნუ ელით ღირსეულ საქციელს საყვარელი ადამიანისგან. დღეს ამისთვის აშკარად არ არის განწყობილი. ერთ საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, რამაც შეიძლება უამრავი შეცდომა გამოიწვიოს.


ტყუპები
განთავისუფლდით იმისგან, რაც „ქვემოთ გექაჩებათ“ და არ ინანებთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანები გაანებივროთ. ნუ იქნებით ადამიანების მიმართ ასე მომთხოვნი. ისინი მხოლოდ ადამიანები არიან და არა დაპროგრამებული რობოტები.


კირჩხიბი
კირჩხიბებო, ამ დღეს საკუთარი თავისთვის საუკეთესო ჰოროსკოპიც ხართ, მკითხავიც და ფსიქოლოგიც, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს უსმინეთ. თქვენს გარშემო როგორი კატასტროფაც არ უნდა გხდებოდეს - წყალდიდობა, ხანძარი თუ მიწისძვრა, ისეთი მშვიდი ხართ, როგორც არასდროს. შესაძლოა, რომელიღაც კირჩხიბს ჩვეული სამყარო ჩამოეშალოს.



ლომი
შესაძლოა, რაღაც ისეთი თქვათ, რაც ვიღაცის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და ამოაყირავებს. თუმცა ამისთვის, მოგვიანებით, მადლობას გეტყვიან. დაურეკეთ ან მოინახულეთ მშობლები. ერიდეთ მკვეთრ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს.


ქალწული
შეგიძლიათ, ვისაც გინდათ და რაც გინდათ, სთხოვოთ. ხვალ უარს არავინ არაფერზე გეტყვით. მეგობრების წრეში დასვენება ისაა, რაც ამ დღეს ძალიან გჭირდებათ. ნუ მოიწყენთ. სადილად მეგობრები ან მეზობლები მოიწვიეთ და გულიანად იმხიარულეთ.


სასწორი
ამ დღეს ფანქრის ყველა ფერი თქვენს ხელში იქნება, ამიტომ თავად შეგიძლიათ გაიფერადოთ დღე. შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც „გამეორება - ცოდნის დედაა“. ხვალინდელი ფანტაზიის ქარიშხალი ვიღაცის სიტყვებს გადააბრუნებს და ბუზისგან სპილოს შექმნით, რითიც მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ.


მორიელი
ნუ იტყვით უარს სპონტანურად სტუმრად დაპატიჟებაზე. ეს დღე ცვლილებებისთვის შესაფერისი არ არის, რაც, ალბათ, ნაკლებად გაგახარებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ოჯახს.


მშვილდოსანი
მიეცით თავს მოდუნების საშუალება, პრობლემები ზეგამდეც მოიცდის. ხვალ კი მხოლოდ სიმშვიდე და ჰარმონია დაგჭირდებათ. მშვილდოსნები შესაძლოა, ძველ ნაცნობებს შეხვდნენ, მაგრამ ნუ მოიქცევით ისე, თითქოს ისინი არ შეგიმჩნევიათ. ვარსკვლავები გირჩევენ, წვეულებების ორგანიზებისგან თავი შეიკავოთ.


თხის რქა
თხის რქებო, იქნებ ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ სიფრთხილე და ინტუიცია ახლობელი ადამიანების მიმართ. ცხოვრება ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ, რომელზეც ვერც კი იოცნებებდით. თქვენთვის ცოტა არ იყოს, გაუგებარია გარშემო სიტუაცია, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერს ამოხსნით. გამოყავით დრო და დეტალურად დაგეგმეთ სამომავლო პროექტები, რადგან ძალიან მალე მათი განხორციელების დრო მოვა.


მერწყული
თუკი გრძნობთ, რომ ვინმეზე ძალაუფლებას ფლობთ, ნუ გადააჭარბებთ ბრძანებების გაცემის დროს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ არ იჩქაროთ, რადგან აუჩქარებლადაც ყველაფერს მოასწრებთ. თუკი საკუთარი რეპუტაციის შენარჩუნება გსურთ, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ დავალებას.


თევზები
თევზები ისეთ საქციელს ჩაიდენენ, რითიც აუცილებლად იამაყებენ. შესანიშნავი დღე თვითანალიზის ჩასატარებლად. შეეცადეთ, ცრუ ღიმილის მიღმა მელია დაინახოთ.


კომენტარები:

ფართი შოპი