ბლოგერი კარინა გრიგორიანი,რომლის შვილი ქეით ახვლედიანი თვეებია ლეიკემიას ებრძვის, ნანუკა ჟორჟოალიანს მიმართავს.
გრიგორიანი წერს, რომ ტელეწამყვანმა დახმარებაზე უარი უთხრა.
როგორც ცნობილია, ჟორჟოლიანი ხშირად აკეთებს ტელემარათონებს, სადაც სხვადასხვა სენით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.
"იმ დღიდან როდესაც უარი მითხარი დახმარებაზე ჩავთავლე რომ შენი ვალი მქონდა რომელსაც უკან გიბრუნებ. უბრალოდ დღემდე ვერ ვხვდები ჩემმა შვილმა რა დაგიშავა. მიზეზი ალბათ ის იყო მე რომ შენი პოლიტიკაში წასვლა "გამიტყდა" და ეს ხმამაღლა დავაფიქსირე. დღესაც ვფიქრობ რომ პოლიტიკაზე მაღლა დგახარ და იდექი.
როდესაც ძალიან მიჭირდა მითხარი "ისინი დაგეხმარონ"-ო ალბათ კეთილი ადამიანები იგულისხმე, რომლებიც დამეხმარნენ...უბრალოდ ერთს გთხოვ აღარასოდეს აღარ დაყო ბავშვები "პრიორიტეტებად" ყველას თანაბრად სწყურია სიცოცხლე. მართლა მაგარ საქმეს აკეთებ გააგრძელე.
საშინლად აღელვებული ვარ. დღეს მძიმე დღე მაქვს. სადაც აქამდე არ გამწირა ღმერთმა იმედია აწიც არ გამწირავს..." - წერს გრიგორიანი.
მის პოსტს უპასუხა ტელეწამყვანმა გრიგორიანთან მიმოწერა გამოაქვეყნა:
ამბები.ge