რა შეცდომას ვუშვებთ ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთების დროს

08 Apr 2021 15:08

მანდილოსნები ყოველდღიურად იკეთებენ მაკიაჟს და ალბათ, არც კი აქცევენ ყურადღებას, რა შეცდომებს უშვებენ ამ დროს. იმისთვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ, დამალოთ უძილობის, უხასიათობის თუ სახეზე ასახული გარკვეული უსიამოვნო დეტალების კვალი, აუცილებელია, მაკიაჟის გაკეთების დროს გარკველი რჩევები გაითვალისწინოთ. მაგალითად:

 

გადატვირთული თვალის მაკიაჟი – როცა ზედმეტად გადაღლილი ხართ და ეს სახეზეც აისახება, შეეცადეთ, უარი თქვათ თვალის ჩრდილებზე. უბრალოდ, წაისვით ტუში და გამოიყენეთ თვალის მათეთრებელი დეკორატიული საცხი. თუ ეს საკმარისი არ იქნება, თითით დაიტანეთ ნეიტრალური, ღია ფერის თხევადი თვალის ჩრდილი.

მკვეთრი ლაინერი და ზედმეტი ტუში – სქლად წასმული ლაინერი, ვიზუალურად აპატარავებს ქუთუთოს და ფარავს თვალებს. სჯობს, უბრალოდ, წამწამების ხაზი ფანქრით გამოკვეთოთ და მინიმალურად გამოიყენოთ ტუში.

ზედმეტი კორექტორი – თუ კორექტორს მცირე რაოდენობით გამოიყენებთ, ის დამალავს მუქ წრეებს და თვალის უპეებსაც „გაანათებს“. მთავარია, სწორად წასმა იცოდეთ. მცირე რაოდენობით კორექტორი დაიტანეთ საცრემლე არხის ქვეშ და შემდეგ, თანაბრად გადაანაწილეთ. ზედმეტი კორექტორი, ამძიმებს თვალს და არასასურველ ეფექტს იძლევა.

მუქი წრეებისთვის ჰაილაითერის გამოყენება – ჰაილაითერის გამოყენება მუქი წრეების გადასაფარად არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით, თუ პროდუქტი თხევადია. ჰაილაითერი, შეგიძლიათ, ტონალურში შეურიოთ და სახეზე ისე გადაინაწილოთ.

მუქი წრეებისთვის ღია ფერის კორექტორის გამოყენება – თუ მუქი წრეების დასაფარად ზედმეტად ღია ფერის კორექტორს გამოიყენებთ, წრეები ნაცრისფერი გახდება, რაც არასასურველია. კორექტორი ტონალურ კრემზე ღია ფერის უნდა შეარჩიოთ. თუ უკვე ნაყიდი გაქვთ ძალიან ღია ფერის კორექტორი, შეურიეთ ის ტონალური კრემის ერთ წვეთს და ისე წაისვით.

ტუჩსაცხის არჩევა – არაბუნებრივ, არასწორად შერჩეულ ტუჩის საცხის ფერს, შეუძლია კიდევ უფრო დაღლილი იერი მოგცეთ. უმჯობესია, ყოველთვის შეარჩიოთ თქვენი ტუჩის ფერი ტუჩსაცხი.

პუდრი – პუდრი ყოველთვის უნდა წაისვათ ისეთ ადგილებში, რომლებიც ადვილად ცხიმიანდება, მაგალითად, შუბლის ცენტრი, ნიკაპი, ცხვირის წვერი, ნაოჭი ცხვირთან. სწორად გადანაწილებული პუდრა, სახეს აცოცხლებს და ჯანსაღ იერსახეს აძლევს.

ზედმეტი ბრონზერი – ბრონზერი მხოლოდ იმ ადგილებში უნდა გამოიყენოთ, სადაც გარუჯვის დროს მზე ტოვებს კვალს. აიღეთ დიდი ფუნჯი და ბრონზერი შემდეგნაირად გაანაწილეთ: შუბლის ზედა ხაზის გასწვრივ, ჰორიზონტალურად სახის ცენტრში და ნიკაპის გასწვრივ.

ასე რომ, სახეზე გაკეთებულ მაკიაჟში ერთი პატარა შეცდომაც კი თქვენს ვიზუალს საკმაოდ ცუდად გამოხატავს. ამიტომ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები, იყავით მოვლილი და მუდამ იდეალურ ფორმაში.


თბილისელები





კომენტარები:

ფართი შოპი