საბურთალოს რაიონის გამგეობა, სკვერი ფანასკერტელის ქუჩაზე

08 Apr 2021 17:14

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყო, ასევე, სავარჯიშო, კალათბურთისა და ჭადრაკის სათამაშო სივრცე. დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთი, LED განათების ქსელი და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება.

ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

“ფანასკერტელის ქუჩაზე, N11 კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. ახლა ჩვენ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ახალ, კეთილმოწყობილ და გალამაზებულ სივრცეს შევქმნით, სადაც მოსახლეობა შეძლებს სასიამოვნო  და კომფორტულ გარემოში   დასვენებასა და გართობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ახორციელებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან  გამოყოფილია   1 788 906   ლარი.





კომენტარები:

ფართი შოპი