ივანე ჩხაიძემ განმარტა, როდის შეიძლება სკოლებისა და ბაღების დახურვაზე საუბარი

08 Apr 2021 19:04

ბაღებისა და სკოლების დახურვაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, თუ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ორჯერ და სამჯერ მეტი გვექნება, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელია.


„სკოლამდელი დაწესებულებების ჩაკეტვაზე საუბარი შეიძლება მაშინ, თუ ჩვენ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა გვექნება ორჯერ და სამჯერ მეტი, ვიდრე დღეს არის. 

ეს რიცხვები არ გვაძლევს იმ რეკომენდაციის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დავკეტოთ სკოლები და ბაღები. 

რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, ჩაკეტვებს, ეს არის აუცილებელი. 


სწორედ ამიტომ არის წერტილოვანი, რომ არ მოხდეს აქედან ინფექციის შემთხვევების გავრცელება რაიონის ან რეგიონის მასშტაბით. ასე რომ, წერტილოვანი შეზღუდვების პრაქტიკა საყოველთაოდ მიღებულია, ძალიან ამართლებს და ვფიქრობ, ეს იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოში ამის ეპიდშესაძლებლობა არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 761 ადამიანს დაუდასტურდა.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 286 406 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 084, გარდაიცვალა 3 849 პაციენტი.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 


ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანი.







კომენტარები:

ფართი შოპი