გია გაჩეჩილაძე „საქართველოს მარადისობის დღეს“ დააფუძნებს

09 Apr 2021 11:01

9 აპრილს მომღერალი „უცნობი“- გია გაჩეჩილაძე თანამოაზრეებთან ერთად „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღეს“ დააფუძნებს.


როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აკა ჯიჯიხიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი თავდაპირველად „ევროპის მოედანზე“ შეიკრიბებიან, საბოლოდ კი ღონისძიება „დედაენის ბაღში“ დასრულდება.


„ეს არ არის აქცია, ეს არის შეკრება. 13:00 საათზე შევიკრიბებით „ევროპის მოედანზე“- რიყეზე, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ საპატრიარქოსთან, ბოლოს კი შეკრება დასრულდება „დედა ენის ბაღში“. 


სიტყვით გამოსვლები არ იქნება, ერთადერთი, გია გაჩეჩილაძის ორწუთიანი მიმართვა იქნება. 


9 აპრილს გვინდა, რომ დავაფუძნოთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღე“, - განაცხადა აკა ჯიჯიხიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი