60 წლის მერაბ სეფაშვილმა ტელეწამყვანობა დაიწყო - სად და როდის გავა მისი პირველი გადაცემა?

09 Apr 2021 11:24

მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველზე“ ახალ გადაცემას იწყებს, სადაც საინტერესო მუსიკალურ დადგმები იქნება. იგი თავადაც ჩაერთვება ამ მუსიკალურ ორომტრიალში, თუმცა უფრო მეტად, როგორც წამყვანი. მერაბის პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია და ეთერში შაბათს გავა. 


"სხვათა შორის, თავად ტელევიზიამ შემომთავაზა ამ გადაცემის იდეა. 

ვისაუბრეთ, ჩამოვყალიბდით ფორმატზე და გავაკეთეთ. ჩემს გადაცემას მუსიკის პროპაგანდისთვის გამოვიყენებ. იქნება ცოტა ლაპარაკი და ბევრი მუსიკა. იქნებიან ჩემი თაობის მუსიკოსებიც, უფრო ხანში შესულებიც, ვინც აღარ გვახსოვს და ახალგაზრდებიც. 


ბევრ მუსიკოსს ისეთი შესაძლებლობები აქვს, რომელთა შესახებაც ფართო საზოგადოებამ არ იცის. ხანდახან მეც ვიმღერებ ხოლმე.


ამ პერიოდში კონცერტები არ ტარდება და სად წავიდეს ეს ხალხი? გვინდა, მოვიწვიოთ გადაცემაში და გააკეთონ ის, რისი კეთებაც უყვართ. მართალია, აქედან შემოსავალი არ ექნებათ, მაგრამ თავის საქმეს ემსახურებიან.


დახოცა ხალხმა ერთმანეთი ამდენი პოლიტიკით, სულ ჩხუბია და სულ თოქშოუებია პოლიტიკური. ამდენი ჩხუბის ყურება ხალხს აღარ შეუძლია. 


პირველ გადაცემაში სტუმრად გვყავს ლელა წურწუმია, ნინო ქათამაძე, მაია ბარათაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ზუკა ხუციშვილი…


არც მიფიქრია, რომ  საკუთარი გადაცემა მექნებოდა, სურვილიც არ მქონია, თორემ ხომ გავაკეთებდი აქამდე? არც დრო მქონდა. როცა „სტერეოზე“ ვიყავი, ვაპირებდით ბევრ რამეს, მაგრამ მერე აირია სიტუაცია… არ გამოვიდა. ახლა ვცდილობ, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგი მოვიტანოთ. ყოველ შაბათს რომ გავა, სამი-ოთხი გადაცემა, მერე, ალბათ, გამოიტანთ დასკვნას, რა გვინდა", - განუცხადა "ფორტუნას" მომღერალმა.





კომენტარები:

ფართი შოპი