მიხეილ ჩხენკელმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო

09 Apr 2021 11:47

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის წევრებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მიტინგისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა მემორიალი ტიტებით შეამკო.


მიხეილ ჩხენკელი: „დღეს, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ მნიშნელოვან და გარდამტეხ თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღეა - თავისუფლების გამარჯვების დღე.

 


32 წლის წინ, ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, რათა მოეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს - დამოუკიდებლობა. 


9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან სამ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის დიდი გულისტკივილით და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს. 

უსაზღვროდ მადლიერები ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას.


თითოეული ამ ადამიანის გმირობა ჩვენს მეხსიერებაში და ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის.“





კომენტარები:

ფართი შოპი