კახა კალაძის განცხადებით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი

09 Apr 2021 12:01

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საარჩევნოდ კანდიდატები დასახელდებიან, საზოგადოება ინფორმაციას პირველ რიგში მისგან და პარტიის თავმჯდომარისგან შეიტყობს.


"ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა. შესაბამისად, როდესაც იმის დრო მოვა, რომ დასახელდეს კანდიდატები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, პირველები ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ",-განაცხადა კალაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი