დავით ზალკალიანი - ჩვენი ბრძოლა გრძელდება, რათა საქართველო იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც 9 აპრილს თავი გასწირა

09 Apr 2021 12:10

9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. დღე რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის,- ამის შესახებ საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.


მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს ბრძოლა დასრულებული არ არის, რადგანაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია.


„ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო იყოს ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გასწირა და ვინც შეეწირა ამ ბრძოლას.


ჩვენი ვალია მათი ხსოვნის წინაშე, რომ ვიყოთ გაერთიანებული, კონსოლიდირებული. 

საქართველოს ისტორიაში მართლაც იშვიათია ისეთი მომენტები, როდესაც ერი ასეთი გაერთიანებულია. სწორედ, დღეს გვაკლია ეს ერთობა, გაერთიანება და კონსოლიდაცია იმ სერიოზული გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა - ოკუპაცია, პანდემია, ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი