არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

09 Apr 2021 13:46

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ,დეპუტატებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. 

არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა მემორიალი  სიმბოლურად - ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.




კომენტარები:

ფართი შოპი