კიბერუსარფთოება

09 Apr 2021 14:55

დღეს უკვე აღარავის უკვირს ახალი აღმოჩენები და მიგნებები, მეტიც, თითქოს, ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიც კია. მუდმივად გვესმის წინ გადადგმული დიდი თუ მცირე ნაბიჯების შესახებ, რაც აუცილებლად აისახება ჩვენს რეალობაზეც. ახალი გამოგონებები თანდათან უფრო ხელმისაწვდომი ხდება და ჩვენი სამყაროც უფრო მეტად ციფრულდება. მართალია, პროგრესი ძალიან ჩქარა მიმდინარეობს, თუმცა ამის პარალელურად ციფრულ სივრცეში მუდმივად იზრდება სხვადასხვა სახის კიბერ დანაშაულის რისკები. ასეთი ტიპის დანაშაულები, როგორც წესი, უფრო მეტად მანიპულაციური ხასიათისაა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით იწყება, რასაც ბევრი ადამიანი იჯერებს, შედეგად კი საკუთარ პირად ინფორმაციას მესამე პირს ანდობენ. ასეთი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად, არავითარ შემთხვევაში გასცეთ საკუთარი ინფორმაცია არასანდო გვერდზე. ხშირია ე.წ. „ფიშინგი“, როდესაც იქმნება ცნობილი კომპანიების დასახელების მსგავსი ვებ.გვერდი, სადაც ადამიანებს მოტყუებით სთხოვენ საკუთარი ინფორმაციის შეყვანას. იმისათვის, რომ საკუთარი ინფორმაცია და საკუთრება დავიცვათ, აუცილებელია სიფრთხილე გამოვიჩინოთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ კიბერსუფრთხოების წესები და ვიყოთ ყურადღებით საკუთარი ინფორმაციის გაცემისას. ყოველთვის შეამოწმეთ ვებ.გვერდის დასახელება, სრულებით შესაძლებელია რეალური ვეგვერდისგან მხოლოდ ერთი სიმბოლოც კი ანსხვავებდეს, ამიტომ მოძბნეთ ოფიციალური გვერდი და შეადარეთ, ასევე, ინფორმაციის უფრო უკეთ დასაზუსტებლად ამ ფაქტის შესახებ მიწერეთ უშუალოდ კომპანიას ფეისბუქზე.


არანაკლებ სახიფათოა ე.წ. „ჰაკერული“ შეტევები, რომელიც ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ადამიანის მხრიდან კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად. კიბერუსართხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, ვისაც საკუთარი ციფრული ბაზა აქვს და მისი გატეხვის შემთხვევაში სერიოზულ ზიანს მიიღებს. როგორც წესი, სწორედ ასეთი კომპანიებია ხოლმე ხშირად ჰაკერების სამიზნე. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ და მუდმივად გაითვალისწინოთ მათი რჩევები. კიბერ დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა ყოველთვის ვერ დგინდება რეალურად ვინ დგას შეტევების უკან, ამიტომ რეკომენდირებულია უსაფრთხოების წესების მიხედვით ციფრული ინფორმაციის შენახვა და პერიოდულად ანალიზი, საჭირო განახლებების მიღება და მონიტორინგი.


იმისათვის, რომ კომპანიებმა პოზიციები არამხოლოდ შეინარჩუნონ, არამედ გაზარდონ, აუცილებელია იყვნენ სწრაფად ადაპტირებადნი და მუდმივად ეძიონ სიახლეები. ციფრული სამყარო ამ კუთხით ნამდვილად ძალიან დიდ რესურსს იძლევა. ბრენდები მუდმივად ცდილობენ ახალი გზები აღმოაჩინონ და საკუთარი ნიშა დაამკვიდრონ. კიბერუსართხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს კომპანიისთვის, ვინაიდან მოპარული ინფორმაცია სინათლის სიჩქარით ვრცელდება ინტერნეტში და ტექნიკურ თუ ფინანსურ პრობლემებთან ერთად, შესაძლოა ბრენდის მიმართ ნდობაც შეამციროს.


უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული უსაფრთხოება არ ნიშნავს მხოლოდ გარე ფაქტორებისგან თავის დაცვას. ორგანიზაციის შიგნით უნდა იყოს დანერგილი ინფორმაციის სწორად და უსაფრთხოდ გადაცემის კულტურა, ვინაიდან უყურადღებობის გამო, შესაძლოა სწორედ შიგნიდან გავრცელდეს ინფორმაცია. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია თანამშრომლობა კომპეტენტურ ადამიანებთან, ვისაც აქვს საკმაო გამოცდილება IT ინფრასტრუქტურის დანერგვაში და ვინც ბაზარზე ნდობით სარგებლობს. კომპანიისთვის კიბერუსართხოება მყარი ფუნდამენტია, რაც გარანტია იქნება იმის, რომ შიდა ინფორმაცია არ გავრცელდება და რაც გარკვეულწილად ორგანიზაციის შიგნით შექმნის უსაფრთხოდ კომუნიკაციის ქცევის მოდელს.



კომენტარები:

ფართი შოპი