სალომე ზურაბიშვილი - 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული - თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

09 Apr 2021 15:44

2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული - თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.


ზურაბიშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ “ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება“.


“ოპოზიციას მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემ შემდეგ ან ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. 

მაგალითად, მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი