სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას ითხოვს

09 Apr 2021 15:49

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამ სოლიდარობისთვის მას მიაჩნია, ელჩის დაბრუნება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.


„არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, ეს სიტყვა დავასრულო და არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა; მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი