არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას

09 Apr 2021 16:00

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას.


მისივე თქმით, პრეზიდენტმა ყოველწიურ მიმართვაში სწორი აქცენტები გააკეთა.


„მან სწორი აქცენტები გააკეთა, როცა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს, საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკურმა პარტიებმა პროცეში მიიღონ მონაწილეობა. 

მონაწილეობაზე უარის თქმა დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგება. რასაკვირველია, საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი, რომ უნდა მოხდეს შეთახმება და პარტიები, ვინც პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, უნდა დაბრუნდეს პარლამენტში, არის სწორი გზავნილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი