არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - სწორედ ამის შედეგია განცხადებები, რასაც ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილისგან ვისმენთ

09 Apr 2021 16:04

ჩვენ როგორც ხელისუფლება მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს - სწორედ ამის შედეგია განცხადებები, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილისგან ვისმენთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.


თალაკვაძის თქმით, ძალიან კოსტრუქციული დამოკიდებულება ექნებათ, თუ ოპოზიცია თავის ბოლო პასუხებსა და დამოკიდებულებას გადახედავს.


“როგორც ჩანს, ისინი უბრუნდებიან “ქართული ოცნების“ გზავნილს ბოლო დიალოგში, სადაც ჩვენ ვამბობდით, რომ “ქართული ოცნება“ პრინციპულად მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები გვქონდა წარდგენილი. მივესალმებით ამ სიახლეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი