გამოცხადდება თუ არა დიდი „ლოქდაუნი“ 15 აპრილიდან? - ამირან გამყრელიძის პასუხი

09 Apr 2021 17:27

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, იმის შესახებ რომ 15 აპრილიდან ქვეყანაში დიდი ლოქდაუნი გამოცხადდება.


მისი თქმით, გაურკვეველია საიდან გავრცელდა საზოგადოებაში ეს ინფორმაცია.


„მე არ ვიცი საიდან გავრცელდა ინფორმაცია ან რიცხვი საიდან გავრცელდა, თარიღი 15 ან საერთოდ დიდ ლოქდაუნზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორაცია, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება. ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის, რაც დღეს დადგენილია",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ "ფორმულასთან".




კომენტარები:

ფართი შოპი