ემზარ კვიციანი ომის ვეტერანის ოჯახს კიდევ მიუვარდა და დაემუქრა

09 Apr 2021 17:42

ყოფილი დეპუტატი, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე, მეტრეველების სახლში კიდევ ერთხელ შეიჭრა. ის ომის ვეტერანის, ომარ მეტრეველის ოჯახს უკვე მეორედ მიუვარდა.

როგორც ნინო მეტრეველი "მთავარის" ვებ გვერდთან საუბარში ამბობს, კვიციანი დღეს, დაახლოებით 100 ადამიანთან ერთად იყო, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა.  მეტრეველები სამართალდამცველებისგან რეაგირებას ითხოვენ:

"ოქმი შეადგინა და დიდი ფერება - მოწიწებით გაუშვა პოლიციამ. 200-ჯერ დავრეკე რეაგირებას არ ახდენდნენ, როცა მოვიდნენ, იმის მაგივრად, რომ ბორკილები დაედოთ და წაეყვანათ...

ეს იყო მიზანმიმართული. სახლში იყვნენ შემოჭრილები. ჯერ 2 პოლიციელი მოვიდა, მერე ვითხოვდი ეკიპაჟების დამატებას, სავარაუდოდ, ემზარ კვიციანს ჰქონდა ინფორმაცია, წინაზეც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, ჩემი ქმარი სახლში არ იმყოფებოდა. 

პირდაპირ იძახდა, რატომ არაა, გამოვიდეს, დამჭრას, მე იმდენი კაცი მომიკლია, რას ელოდება პოლიცია, რომ მართლა უბედურება დატრიალდეს?!", - თქვა ნინო მეტრეველმა.

 მთავარი არხი 




 


კომენტარები:

ფართი შოპი