თამარ ტალიაშვილი მონაწილეობდა ევროსაბჭოს SOC.Women პლატფორმის ონლაინ შეხვედრაში

09 Apr 2021 18:08

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა ამავე ასამბლეის SOC.Women პლატფორმის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


დღევანდელი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო პლენარული სასესიო კვირის წინ გაიმართა და ეძღვნებოდა ქალთა ჯანმრთელობის უფლებების დაცვის საკითხებს. 


თამარ ტალიაშვილმა ონლაინ შეხვედრის დროს აღნიშნა,  რომ ქალთა ჯანმრთელობის საკითხების შესახებ გოგონებსა და ქალებში ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. 


მისი განმარტებით, ამ კუთხით განათლების სისტემის როლი იწევს წინა პლანზე: 


„ევროსაბჭოს ქვეყნებში საგანმანათლებო და საინფორმაციო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის გოგონებისა და ქალებისათვის აქტუალური საკითხია.“


„ჩემთვის, როგორც დელეგაციის წარმომადგენლისთვის ორმაგად სასიხარულო არის, ამ პანელზე ქ-ნი მარინა დავიდაშვილის, როგორც  მედიცინის სფეროს ექსპერტის მონაწილეობა.“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პლატფორმა SOC Women აქტიურად მუშაობს ქალთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის საკითხებზე, დღის წესრიგში აყენებს გოგონებისა და ქალების წინაშე მდგარ მნიშვნელოვან საკითხებსა  და  გამოწვევებს, როგორიცაა  ოჯახში ძალადობა,  ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება, განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობა თუ ჯანმრთელობის დაცვა.





კომენტარები:

ფართი შოპი