"ყოველთვის, ყველგან, სამუდამოდ" - არიან თუ არა ერთად ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი (ფოტო)

09 Apr 2021 19:08

ეკრანულ წყვილებს ხშირად ურთიერთობა რეალურადაც აქვთ.

ისინი ზოგჯერ ძალიან ახლო მეგობრები ხდებიან, ხან კი ოჯახსაც ქმნიან და გულშემატკივრებს ახარებენ.


ქერემ ბურსინისა და ჰანდე ერჩელის ეკრანული წყვილის მისამართით გამომწერები მუდმივად განიხილავენ იმას, შეიძლება თუ არა მათ შორის მეგობრობაზე მეტი იყოს.


აღსანიშნავია, რომ მსახიობები ამჟამად სასიყვარულო ურთიერთობაში არავისთან არიან.


ამის მიუხედავად, გამომწერების ყურადღებას სულ უფრო და უფრო იქცევს ის ფაქტი, რომ მსახიობებს ერთმანეთის არც ერთი სიახლე არ გამოუტოვებიათ.


უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი ერთმანეთს ყველა ფოტოზე უკომენტარებენ და გულშემატკივრებს თითქოს შეგნებულადაც აგიჟებენ ისეთი მიმართვებით, როგორებიცაა: 

"საყვარელო", "ყოველთვის, ყველგან, სამუდამოდ" და ა.შ. რაც ერთგვარ ეჭვს ნამდვილად ბადებს.


გარდა ამისა, მსახიობებს, გადაღებებიდან გამომდინარე, ერთსა და იმავე ლოკაციაზე უწევთ ფოტოების გადაღება, შემდეგ კი განთავსება, რაც გამომწერებს აფიქრებთ, რომ ისინი ერთად დადიან, რადგან ერთმანეთი მოსწონთ.


მსახიობებს გამომწერები ელვის სისწრაფით ემატებათ. ჰანდემ კი უკვე რეკორდი მოხსნა, რადგან ამჟამად 20 მილიონ გამომწერზე მეტი ჰყავს.


ფაქტია, რომ ეკრანული წყვილი ერთმანეთს იმდენად უხდება, მათი ერთად ყოფნა მხოლოდ სასიხარულო მოვლენად შეგვიძლია აღვიქვათ.


მარაო 




კომენტარები:

ფართი შოპი