როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა – ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს პოზიციაზე

09 Apr 2021 20:12

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა გია გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებულ აქციას და საპატრიარქო მიერ გადახდილ მადლობას:

"რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? 


ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. 


ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს. 


მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი. 

უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა. 


როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. 


დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა." – განაცხადა ჯაღმაიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი