ვარჯიშები სმენის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად

09 Apr 2021 22:40

ვარჯიშები, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ, მხოლოდ სმენის დაქვეითების პროფილაქტიკას კი არ ემსახურება, არამედ სასარგებლოა ყურის მრავალი დაავადების დროსაც. აქვე შეგახსენებთ, რომ ყურის ნიჟარების მასაჟი შინაგანი ორგანოების ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ბიბილოების გაწელვა კი შველის თავისა და კბილების ტკივილს, ხსნის თავბრუხვევას და ეფექტურია მხედველობის ორგანოთა დაავადებების დროს.



ვარჯიშები მარტივია, მაგრამ თუ რეგულარულად შეასრულებთ, სმენას გაიმახვილებთ და შეაფერხებთ გარეთა ყურის დაბერების პროცესს, რაც მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში კარგი სმენის შესანარჩუნებლად.


ვარჯიშები ყურებისთვის
შეასრულეთ თანმიმდევრობით, თითოეული - 15-20-ჯერ: საჩვენებელიდა ცერა თითებით


  • საშუალო ძალით აიწიეთ და დაიწიეთ ყურის ბიბილოები.
  • აიწიეთ ყურის ნიჟარა სასმენ მილზე მაღლა, მერე კი დაბლა დაიწიეთ.
  • გაქაჩეთ გარეთ ყურის ნიჟარის შუა ნაწილი.
  • ატრიალეთ ყურის ნიჟარები წრიულად, ჯერ - საათის ისრის მოძრაობის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით.
  • ცერები მიიდეთ ყურის ნიჟარების უკან, დანარჩენი თითები მოხარეთ მის წინ, მოუჭირეთ ნიჟარებს და ერთდროულად გაქაჩეთ ყურები
    შეკითხვა ექიმს
    -გამარჯობათ რამოდენიმე კვირის წინ ბანაობის დროს ყურში ჩამივიდა წყალი, ტკივილი არ მაწუხებს მაგრამ მიგუბდება. ვიყენებ ოტიპაქს და ქაფურის სპირტს. რას მირჩევდით?ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.
  • ჩაივლეთ ყურის ნიჟარებში საჩვენებელი და ცერა თითები და ამოძრავეთ ყველა მხარეს. ეს ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გოგირდის გამოყოფას.
  • მოხარეთ ყურის ნიჟარები, მიიჭირეთ ხელისგულები და ასე გაჩერდით რამდენიმე ხანს.
  • მიიდეთ ხელის მტევნები ყურების უკან და ჯერ ნეკა თითებით ამოძრავეთ ყურის ნიჟარები, მერე კი დანარჩენი თითებით სწრაფად დაიხშეთ ყურები.
  • საჩვენებელი თითების ბალიშები ერთდროულად დააჭირეთ და აუშვით ყბების სახსრებიდან სასმენი მილის შესასვლელისკენ განზიდულ ნიჟარის ნაწილს.
  • საჩვენებელი და ცერა თითები ჩაივლეთ ყურის ნიჟარის სასმენი მილისკენ შემავალ ნაწილზე და ამოძრავეთ ზემოთ-ქვემოთ და გარეთ-შიგნით, ყოველ მხარეს - 3-4-ჯერ.


მკურნალი





კომენტარები:

ფართი შოპი