2 კვირით პრაქტიკულად დაიკეტება ყველაფერი - უქმე დღეებად გამოცხადება ეხება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს

09 Apr 2021 23:05

უქმე დღეები ნიშნავს, რომ ის არის ყველასთვის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


„რაც შეეხება თარიღებს როგორც მოგეხსენებათ, მანამდე დღესასწაულებია, შემდგომ შაბათ-კვირა უწევს, შემდგომ ისევ დღესასწაულია 12 მაისი, შესაბამისად, ეს დღეთა რაოდენობა იქნა ამის მიხედვით განსაზღვრული“, – განაცხადა ღიბრაძემ.


ეს ნიშნავს, რომ 29 აპრილის შემდეგ (30 აპრილი წითელი პარასკევია და ისედაც დასვენებაა) 13 მაისამდე (12 მაისიც ოფიციალურად დასვენების დღეა), ქვეყანაში აკრძალული იქნება აქტივობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ირიბად შეზღუვები დაწესდა.



რეზონანსი 





კომენტარები:

ფართი შოპი