"ნიკა მელიას სააკაშვილი დიდიწილად ჩაჩოჩებული ჰყავს... მეტსაც გეტყვით, მელია რომ ციხეშია, ეს სააკაშვილის ინტერესებშიც არის" - ხუხაშვილი

09 Apr 2021 23:44

ვფიქ­რობ, რომ ნიკა მე­ლი­ას სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე დი­დი­წი­ლად ჰყავს ჩა­ჩო­ჩე­ბუ­ლი. მეტ­საც გე­ტყვით, მე­ლია, რომ დღეს ცი­ხე­შია ეს მხო­ლოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებ­ში არ არის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­შიც არის, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.


მისი მო­საზ­რე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ოპო­ზი­ცი­ა­ში, რო­გორც დო­მი­ნანტს აღარ უყუ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ნიკა მე­ლი­ას გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ.


"მე არ მგო­ნია, რომ მე­ლია ასე უსი­ტყვოდ ემორ­ჩი­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს ისე, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ემორ­ჩი­ლე­ბა უსი­ტყვოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ბევ­რად უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. ვფიქ­რობ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნო­პო­ლია დარ­ღვე­უ­ლია. არც იმას ვფიქ­რობ, რომ იქ, მცი­რე პარ­ტი­ე­ბი რომ არი­ან, ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჭკუ­ა­ზე და­დი­ან“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.


მისი თქმით, ნიკა მე­ლი­ას აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი იმი­სა, რომ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­ში ითა­მა­შოს.


"ვფიქ­რობ, რომ მას ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ვფიქ­რობ, რო­დე­საც ის ცი­ხი­დან გა­მო­ვა, ამას თვალ­ნათ­ლივ და­ვი­ნა­ხავთ. 


მი­თუ­მე­ტეს, ის მუდ­მი­ვად სა­უბ­რობს კო­ა­ლი­ცი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. რო­გორც ჩანს, ის ხვდე­ბა რას ნიშ­ნავს ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უარს აცხა­დებს მე­ო­რე ფლანგზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დო­მი­ნი­რე­ბა­ზე. 


ვფიქ­რობ, რომ მას სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე დიდ­წი­ლად ჰყავს ჩა­ჩო­ჩე­ბუ­ლი. მეტ­საც გე­ტყვით, მე­ლია რომ დღეს ცი­ხე­შია ეს მხო­ლოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებ­ში არ არის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­შიც არის. მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და ჩემ­თვის მისი ეს ნა­ბი­ჯი გა­სა­გე­ბია. 


სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ არა­ფერ შუ­ა­შია. ის ცი­ხე­ში ზის იმი­ტომ, რომ ეს მან­კი­ე­რი წრე, რა­საც ჰქვია გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა და ამის არას­დროს არ­გა­მო­ძი­ე­ბა, რად­გან აქ ამო­ცა­ნა არის აღ­ძვრა და ამით მერე კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტა - ეს ძაფი გა­დაჭ­რა მე­ლი­ამ“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.


ამას­თან მან ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ მო­უ­წო­და.


"მე ოპო­ზი­ცი­ას ახ­ლაც მო­ვუ­წო­დებ, არ უნ­დათ ეს ვაჭ­რო­ბა და რა­ღაც პი­რო­ბე­ბი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა და ა.შ. სა­ნამ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის, ილუ­ზი­აა, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მას გა­ა­ტა­რებს. რამ­დე­ნი­მე წელი იბ­რძო­ლეს იმი­სათ­ვის, რომ ჩა­ე­ბე­ტო­ნე­ბი­ნათ ეს მუ­რუ­სი­ძე. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ზეც არ უნდა მო­ა­წე­როს ხელი, გა­და­აგ­დე­ბენ. 


ამი­ტომ, არ გინ­დათ ვაჭ­რო­ბა რა­ღაც თე­მებ­ზე და უპი­რო­ბოდ შე­დით პარ­ლა­მენ­ტში“, - აცხა­დებს ხუ­ხაშ­ვი­ლი.





კომენტარები:

ფართი შოპი