მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

10 Apr 2021 09:57

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

 

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.




კომენტარები:

ფართი შოპი