"ღმერთი სიყვარულია, გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული-ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება" - ჩარკვიანი "უცნობს" მიმართავს

10 Apr 2021 12:43

პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი "უცნობის" ორგანიზებით გამართულ აქციას, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"მთელი თბილისი გამოვალთ და ნახავთ რაოდენობას,  ნახავთ რა რაოდენობა გამოდის აქციაზე"- ამბობდა " უცნობი"!!!!


თბილისი ბრძენია -ხალხი ბრძენია - მიუხედავად ხელისუფლების ჩართულობისა, ძალისხმევისა, თბილისი - ხალხი არ გამოვიდა!


ეს ფაქტია და ეს კარგია!

"ღმერთი სიყვარულიაო" თქვა გია გაჩეჩილაძემ!


დიახ, გია, ღმერთი სიყვარულია, გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული-ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება, როგორც თავად განაცხადე "იპოდრომის აქცია დაშალეო სააკაშვილმა მითხრა და მე "სიხშირე "მოვთხოვეო".


მოკლედ, მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მუქარა-დაპირისპირება არ შედგა, არ შედგა , რადგან თბილისი მეტი აღარ დაუშვებს დაპირისპირებას, თბილისი თბილი და საოცარი ქალაქია, ბრძენი ხალხით, ბრავო თბილისი!" - წერს თაკო ჩარკვიანი.



კვირის პალიტრა





კომენტარები:

ფართი შოპი