ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურია, დადებითობა კი მცირდება - მესამე ტალღაზე საუბარი არასერიოზულია

10 Apr 2021 13:35

საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 


ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.


ქვეყანაში ბოლო 24 საათში 285 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.


ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 769, პისიარტესტით – 9 982.


ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,96 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,16 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,49 პროცენტი.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 287 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 711 გამოჯანმრთელდა, 3 869 კი გარდაიცვალა.კარანტინის რეჟიმშია 198, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 190 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 301 პირი.


ამასთან, 9 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი.


რეზონანსი





კომენტარები:

ფართი შოპი