5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში შოკოლადი შემოდის

10 Apr 2021 14:53

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“.


ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. 

ცნობისთვის, ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება 2023 წლის პირველი ივლისიდან.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 5 926 900 აშშ დოლარის შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შემოვიდა, მაშინ როცა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი - 5 766 900 აშშ დოლარი იყო.


იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს რუსეთი, საიდანაც მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში 2 937 500 აშშ დოლარი შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შემოვიდა, მას მოსდევს უკრაინა - 1 385 200 დოლარის იმპორტით; მე-3 ადგილზეა თურქეთი - 535 800 დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ბელგია და ნიდერლანდი იკავებენ, საიდანაც იმპორტმა შესაბამისად, 330 500 და 142 300 დოლარი შეადგინა.


 



კომენტარები:

ფართი შოპი