ოთარ კახიძე - დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ

10 Apr 2021 15:40

ვფიქრობ, დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე პარტიიდან გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის წასვლას. 


როგორც ის აცხადებს, მას პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია წარმოუდგენია.


"მე ყოფილი თანაგუნდელებისგან განახვავებით არ ვაპირებ არც მათკენ ხელის გაშვერას, არც რაიმე ტიპის უკუგადაბრალებას, ეს განხილვა არ მიმაჩნია ზოგადად ლამაზად. 


რაც შეეხება მათ წასვლას, არადროსაა კარგი, როცა ვინმე პარტიას ტოვებს, მაგრამ არანაკლებ გამოცდილი ფიგურები არიან ჩვენ პარტიაში, რომლებიც ჩემი აზრით, მოახერხებენ მათ ღირსეულად ჩანაცვლებას. 

ვგულისხმობ, აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, ყველაზე დიდი სტაჟის და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებს, ასევე გიგა ბოკერიას, რომელსაც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ განვიხილავ და იმედია, ამასთან დაკავშირებით იქნება საერთო პოზიცია, ვთვლი, რომ ის გამორჩეულია თავისი პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და იმ ღირებულებების ერთგულებით, რასაც "ვარდების რევოლუცია" 2003 წელს ეფუძნებოდა. 


ვფიქრობ, დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლებთან ახლო კომუნიკაცია", - განაცხადა კახიძემ.


მისივე განმარტებით, არ სურს ხელის გაშვერა დაიწყოს ყოფილი თანაგუნდელების მიმართ.


"დაპირისპირება არსებობდა, ეს იყო საჯარო, ჩემსა და გიგის შორისაც იყო ეს პრობლემები, არ მინდა ამ საკითხებს მივუბრუნდე და ხელის გაშვერა დავიწყო ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომლებთანაც საერთო ბრძოლა და გამოცდილება მაკავშირებს",- განაცხადა კახიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი