4-11 მაისს გამოცხადებულ უქმე დღეებში ბაგა-ბაღებიც დაისვენებენ

10 Apr 2021 18:47

საქართველოს მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორსაც ეხება.


როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს უქმე დღეების განმავლობაში ბაღებიც დაისვენებენ.


„საჯარო სამსახურის ყველა უქმე გვეხება, შესაბამისად 4-11 მაისს გამოცხადებული უქმე დღეებად გამოცხადების გადაწყვეტილებაც“, – განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.


“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს… ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.


ცნობისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 41 ბაღია დახურული.


როგორც EDU.ARIS.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ბაღები, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, დროებით დახურულია და მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები.


edu.aris.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი