"უკვე აღარ ვიცი რა სჯობს ? ომი და დაპირისპირება თუ ასე, სხვის სალამურზე ცეკვა…” – მამუკა გამყრელიძე

10 Apr 2021 19:05

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე ქართულ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებასა და სიძულვილზესოციალურ ქსელში წერს:


“გუშინდელმა დღემ კვლავ იგივე სურათი გვიჩვენა. საზოგადოებაში იმდენად გაღრმავდა დაპირისპირება, რომ აღარაფერი დარჩა წმინდა, რომელიც მას გააერთიანებს.


ორმხრივი ზიზღი, სიძულვილი, ბალღამის ნთხევა. 


ორივე მხარე საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული და მზად არის მეორე მხარეს კბილებით ხორხი გამოგლიჯოს. 


შეიძლება ამ ზიზღის გამოხატვა მხარეებს სხვადასხვაგვარი აქვთ, მაგრამ სიძულვილის სიღრმე ორივეს ერთნაირი.


ასეთი დაპირისპირება ორგვარად შეიძლება დასრულდეს. ერთი, სამოქალაქო დაპირისპირება, რისკენაც გვიბიძგებს მტერი და რაც დაგვღუპავს და გაგვანადგურებს.

არის კიდევ ერთი ვარიანტი. მესია! 


მორიგი “მესია”, რომელიც უეცრად გამოჩნდება, რომელსაც ერი დაუჩოქებს და რომლის ყველა სიტყვასაც ირწმუნებს. 


არავინ დაფიქრდება იმაზე, თუ საიდან მოვიდა, მართლა ღვთის შვილია თუ უბრალო დურგლის, შეძლებს კი დანაპირების ასრულებას ? 


მთავარია, რომ ერი მას უხმოდ გაყვება, როგორც ვირთხების გუნდი ჰამელნელ მესალამურეს. 


ამ ლეგენდას სხვა შინაარსიც აქვს. იმ მესალამურემ ვირთხები კი არა, ბავშვები გაიტაცა ქალაქიდან და დაახრჩო.


მერე კი გავა წლები და ისევ მოვა განხიბლვა, ისევ ბოღმა, ისევ დაპირისპირება.


ჰოდა, ვტრიალებთ ასე, ერთ წრეზე. 


უკვე აღარ ვიცი რა სჯობს ?


 ომი და დაპირისპირება თუ ასე, სხვის სალამურზე ცეკვა…”, – წერს გამყრელიძე ფეისბუქზე.


ალია



კომენტარები:

ფართი შოპი