დავით ქართველიშვილი დავით ბაქრაძეზე: ამდენი ხანი ქართულ პოლიტიკაშია და გინდ ყოფილა, გინდ არა - ჯონჯოლივით იყო

10 Apr 2021 19:35

ძალზე ვაფასებ ასოციაციურ მსჯელობას, ალეგორიას, ანეკდოტებს. ამ ჭრილში, ჩემი დღევანდელი გმირი დავით ბაქრაძეა. 


ამდენი ხანი ქართულ პოლიტიკაშია და გინდ ყოფილა, გინდ არა. ჯონჯოლივით იყო. 


არის სუფრაზე - არის. არ არის და, არც არავინ ამჩნევს ამას, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დავით ბაქრაძის მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებას.


„ოპოზიციის ბანაკში მე ასეთი ორი გამოკვეთილი ტიპაჟი მეგულება - გიგი წერეთელი და დავით ბაქრაძე. 


ყოველთვის, დიდი რისკის, ზედმეტი ოფლიანობის გარეშე, ფრთხილად, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის რეჟიმში, თითქმის ოცი წელია, დიდ პოლიტიკაში და ტოპ-თანამდებობაზე იყვნენ, ზოგი საქართველოში, ზოგი - ევროპაში. 


ან რა გაუკეთეს ქვეყანას, ან რითი დაგვამახსოვრეს თავი - ვინმემ თუ გაიხსენეთ, მომწერეთ. 

მიუხედავად ამისა, დავით ბაქრაძე NDI-ების, IRI-ებისა და სხვა მამაძაღლობების გამოკითხვების საგინესო წიგნის მუდმივი რეკორდსმენი იყო. 


ამჯერად ვაპაუზებ ჩემს შემდგომ წარმატებულ წინსვლას ქართულ პოლიტიკაშიო. 


მეო, თქვენგან დავისვენებო, თქვენც, უჩემოდ, ცოტას გაუძელითო. 


ვინ იცის, ეგ როდის დაგვიბრუნდება, ამიტომ შესაძლო ხანგრძლივი დამშვიდობების შემთხვევაში, მინდა, პატარა საჩუქარი გავუკეთო და ვაღიარო - დიახ, არჩევნები გაყალბდა. 


არ მინდოდა ამ თემის წამოწევა და აღიარება, მაგრამ - კაცი მიდის და ღირსია, იცოდეს. არჩევნები გაყალბდა. 


ოღონდ არა 2020-ის, არამედ 2013-ის. გამორიცხულია მსოფლიოში ესოდენ ცნობილ დავით ბაქრაძისთვის ვინმე მარგველაშვილს მოეგო, რომელმაც მაშინ დათოს პრეზიდენტობა უბრალოდ აახია. 


ვიცოდი, ამის გაგება, წასვლის წინ, გაეხარდებოდა. P.S. ისე, ჯონჯოლი როგორაა რუსულად, იცოდით? 


რა პირდაპირ კავშირშია დავით ბაქრაძესთან, თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც არის ეგაა - Клекачка. არ გეყოთ? 


აჭარაში რას ეძახიან ჯონჯოლს? 


კი ბატონო, მოემზადეთ - ბოტიყვერა“, - წერს დავით ქართველიშვილი.


„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. 


პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს. 

რამდენიმე თვის წინ „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.


imedinews.ge



კომენტარები:

ფართი შოპი