„ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია“ - ეპიდემიოლოგები მესამე ტალღის პროპაგანდას დაუღალავად აგრძელებენ

11 Apr 2021 12:25

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მოსახლეობას მესამე ტალღის რისკებზე აფრთხილებს. 

თენგიზ ცერცვაძე ინფიცირების შემთხვევების მატების გათვალისწინებით, ქვეყანაში კრიტიკულ დღეებს პროგნოზირებს.


ცერცვაძე საზოგადოებას მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ მესამე ტალღა ქვეყანაში ინფიცირებულების, გარდაცვლილების ზრდას, კლინიკური სექტორის გადატვირთვას, დამატებით შეზღუდვებსა და მესამე ლოქდაუნს გამოიწვევს.


„მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი ევროპის და მეზობელი ქვეყნებიდან, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია. 


არ უნდა დავუშვათ მესამე ტალღა, იმიტომ რომ მას დიდი უხერხულობები მოჰყვება, მათ შორის ახალი შეზღუდვები. 


ფაქტობრივად არჩევანი არ გვაქვს, ან დღესვე ვიწყებთ პირბადეების გამოყენებას, უარს ვამბობთ ხალხმრავალ ადგილებზე და ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციისაკენ და ამით ჩვენ მესამე ტალღას გადავრჩებით,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი