მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

11 Apr 2021 15:31

მეგან მარკლი ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება, - ამის შესახებ People წერს.


მიზეზი მარკლის ორსულობაა. დაკრძალვაზე მისვლას გეგმავს მისი მეუღლე, პრინცი ჰარი.


„სასექსის ჰერცოგი დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს, ჰერცოგინიას კი ექიმმა ურჩია, არ იმგზავროს. შესაბამისად, ის დაკრძალვას ვერ დაესწრება“ - განმარტავს სამეფო კარი.


39 წლის მეგან მარკლი მეორე შვილზეა ორსულად. ბრიტანეთის დატოვების შემდეგ, წყვილი აშშ-ში ცხოვრობს.


ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს 17 აპრილს, უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ. ის 99 წლისა გარდაიცვალა.


imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი