მეუფე იაკობი: ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან

11 Apr 2021 15:38

„როდესაც ჩვენი ძმები ასე მძიმედ იქცევიან, სულ ტკივილით მივდივართ. 


ჩვენი ცოდვები არ გვეყოფა თითოეულ ჩვენგანს, კიდევ გარეთ ამას ვუყუროთ ეკლესიის დასანგრევად როგორ მოუწოდებენ და ბოროტ ძალებს როგორ ემორჩილებიან“, - ამის შესახებ ბოდბელი ეპისკოპოსმა ხირსის მონასტერში ქადაგებისას ისაუბრა.


მეუფე იაკობი სასულიერო პირებს ამბიონიდან მიმართავს აღიარონ დანაშაული და სხვებისთვის სამაგალითონი გახდნენ.


„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ჩავიხედოთ ჩვენს სულებსა და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ: 


მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ამ მძიმე მდგომარეობიდან ვაღიაროთ ცუდი რაც ჩავიდინეთ. 


ადამიანს, რომელსაც აღიარება შეუძლია და სინანულსაც დავინახავთ, ის ძვირფასი ხდება, ვინც არ უნდა იყოს. 


საეკლესიო კანონებიც არის და თვითონ მატყუარებს იგივე კანონით განაკანონებენ“, - ამბობს მეუფე იაკობი.


ბოდბელი ეპისკოპოსი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ანტიკამპანიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განმარტა, რომ მათი ეს ქმედება საქართველოს დაშლისკენ არის მიმართული.


„ყველა ფრთხილად უნდა იყოს! რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან. 


ეს ორაზროვანი ლაპარაკი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ცოტა დაფიქრდნენ, აირჩიონ - ღმერთთან დგანან თუ მატყუარებთან, იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით მერე ავტორიტეტიც აღარ არსებობს და ყველას მიეხედება. 


ერთობა ნამდვილი ვიცი და ძალით ერთობა არ გამიგია.


ჩვენს პატრიარქს ღმერთმა მეტი გამძლეობა მისცეს, სულიერად ძალიან ძლიერად არის. 


ფიზიკურად ვხედავთ, რომ იმდენს ლოცულობს ჩვენთვის, რომ რამდენი წელია ხორციელ ტკივილშია, რომ გვიყურებს ასე, რომ ვიქცევით სულიერი ტკივილიც ექნება. 


მადლობა უფალს არასდროს არ მიუტოვებია და დღესაც 44-ე წელია მწყემსავს ჩვენს ერს, რამდენი რამე გადაიტანა თვითონ, რომ ამ გზაზე მოვეყვანეთ. ეკლესია, რომ ჩაიბარა ამდენი მრევლიც არ იყო მაშინ, გაგვზარდა და არ ვაფასებთ. ღმერთი, ვინც დასაფასებელია ყველას დააფასებს.


ეკლესიას იმიტომ ებრძვიან, რომ ადვილად დაშალონ საქართველო, ამის დავალება აქვთ. გაივლის ეს დღეები, ან შეინანებენ, ან არადა ნახავენ ღვთის ძალას“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.


imedinews.ge 



კომენტარები:

ფართი შოპი