რითი უნდა "გამოკვებოთ" ქოთნის ყვავილები?

11 Apr 2021 15:57

გაიხსენეთ, როდის გაუხარებიხართ ქოთნის მცენარეებს მასიური ყვავილობით?.. 

თუ ვერ იხსენებთ, უნდა შეგახსენოთ, რომ ყვავილებიც ცოცხალი არსებები არიან და მათაც სურთ კვება. 

ნუ დაელოდებით მწვანე, ხასხასა ფოთლებს და ლამაზს ყვავილებს, თუ მცენარე იძულებით დიეტაზე გყავთ.

  • ვიტამინების ნაკლებობის გამო ყვავილი ავადდება. თხევადი საკვები კი მას მალევე გამოაცოცხლებს.


გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ გაზაფხულზე მისუსტებული ყვავილები აბუსალათინის ზეთით უნდა გამოკვებონ. ამ მეთოდის წყალობით მცენარე ფუმფულა ყვავილებს გამოისხამს.


დაგჭირდებათ: აბუსალათინის ზეთი და წყალი


  1. ლიტრიან ბოთლში დამდგარი წყალი ჩაასხით და 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ.
  2. ბოთლს თავსახური გაუკეთეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე შეანჯღრიეთ.
  3. ზეთი უმნიშვნელო ფრაქციად უნდა დაიშალოს, რათა მცენარეს ფესვები არ დაუწვას.
  4. ახლა უკვე შეგიძლიათ ჩაასხათ ქოთანში.


თუ თქვენი ქოთნის ყვავილი წელიწადში ერთხელ ყვავილობს, დამატებით საკვებს ნუღარ მისცემთ. ხოლო, თუ წელიწადში რამდენჯერმე იცის ყვავილობა, აბუსალათინის ზეთის კოქტეილი თვეში ერთხელ უნდა დაასხათ.


მარაო





კომენტარები:

ფართი შოპი