ბექა ფერაძე: მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს სუბიექტს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ მიიღონ მონაწილეობა არანებადართულ საქმიანობაში

11 Apr 2021 16:30

შრომის ინსპექცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს სუბიექტს, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს არანებადართულ საქმიანობაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მაღალი რისკის შემცველია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვისა და საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ შრომის ინსპექციის სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, საჭიროა გავუფრთხილდეთ ყველა იმ კეთილსინდისიერ მეწარმესა და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც რეგულაციებს იცავს და მაქსიმალურადაა ვირუსის პრევენციის პროცესში ჩართული.


„ვინაიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება ეს ქმნის რისკს ამ შემთხვევაში, ბიზნეს სუბიექტების და ზოგადად შემდგომი შეზღუდვების დაწესებისა, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ყველა იმ კეთილსინდისიერ მეწარმესა და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც რეგულაციებს იცავს და მაქსიმალურადაა ვირუსის პრევენციის პროცესში ჩართული“, - განაცხადა ფერაძემ.


აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციამ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში, სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის სამი პირი დააჯარიმა.





კომენტარები:

ფართი შოპი