რომელი უფრო სასარგებლოა, თეთრი თუ ყავისფერი ქათმის კვერცხი?

11 Apr 2021 17:56

თეთრი და ყავისფერი კვერცხებს შორის მკვეთრ განსხვავებაზე დადის არაერთი ხმა, ჭორი. 

ზოგი მიიჩნევს, რომ ყავისფერი კვერცხი სასარგებლოა, რადგან უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, ზოგიც ფიქრობს, რომ ყავისფერი კვერცხი უბრალოდ თეთრზე გემრიელია, ადამიანთა ნაწილის თქმით კი, ყავისფერი კვერცხი უფრო მიზანშეწონილი და მოსახერხებელია მოხარშული კრემით ნამცხვრების გამოსაცხობად, ხოლო თეთრი კვერცხი უფრო ტორტს უხდება.


რეალურად თეთრ და ყავისფერ კვერცხებს შორის ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ფერია, პირველი თეთრია, ხოლო მეორე - ყავისფერი და მორჩა. რაც შეეხება კვერცხის გემოს, არანაირად არაა დაკავშირებული მის ფერთან, არამედ იგი დამოკიდებულია კვერცხისმდებელი ქათმის რაციონზე: 

თუ თეთრკვერცხიანი და ყავისფერკვერცხიანი ქათმები, ორივე იკვებებბა ერთნაირი პროდუქტით, მაშინ თეთრ და ყავისფერ კვერცხებსაც მსგავსი გემო ექნება.


intermedia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი