დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო

11 Apr 2021 19:33

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო. 

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ინფორმაციით, სამუშაოების გამო, დენდროლოგიური პარკის გარკვეული მონაკვეთები დაკეტილი იქნება.


„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე იწყება საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები ე.წ. ქვის ხალიჩით.

სამუშაოებს შეასრულებს მაპეი-საქართველოს პარტნიორი, დიდი გამოცდილების მქონე - შპს „ბესტი ჯგუფი“.


აღნიშნული სამუშაოების გამო, დენდროლოგიური პარკის გარკვეული მონაკვეთები დაკეტილი იქნება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი