“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.
“● პირველი ტალღა გვქონდა
● მეორე ტალღაც გვქონდა
● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო
● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა.
● ერთი ლოქდაუნი გვქონდა
● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა
● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია
● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ უფრო გამკაცრდება შეზღუდვები
● ეკონომიკა განადგურებულია
● ხალხი გაღატაკდა
● მცირე და საშუალო ბიზნესი კოტრდება
● პოლიცია უაზრო ჯარიმებს წერს
● ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა
● საკმარისი რაოდენობა არც ახლა გვაქვს
● როცა გარკვეული ნაწილი შემოვიდა, ექიმებიც კი არ იცრებიან
● საინფორმაციო გამპანია ნული
● ანტივაქსერული პროპაგანდას გაშლილია მთელ ქვეყანაში
● ხალხი 9 საათზე შინაა, ხელისუფლების წარმომადგენლები სადაც უნდათ და როცა უნდათ, ქეიფობენ
● კოვიდი აშკარად პოლიტიკური მიზნებითაც გამოიყენება
● ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე 300 000 მიაღწევს
● დავკარგეთ თითქმის 4 000 ადამიანი
რას მართავენ წარმატებით, მაინც ვერ ვხვდები ?!” — წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
commersant.ge