კახა კალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად, საზღვარგარეთ წავიდა

12 Apr 2021 01:10

თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამწომებლად, საზღვარგარეთ წავიდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს მერიის პრესსამსახურში უთხრეს, კალაძე საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება, თუმცა, რომელ ქვეყანაში იმყოფება ის, მერიის თანამშრომლებს ინფორმაცია არ აქვთ. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახა კალაძე უცხოეთშია, მერმა საკუთარი Facebook live-ის დროს თქვა. მანაც თქვა, რომ საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

ცნობისთვის,28 მარტს, კახა კალაძე იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მერი კლინიკიდან 4 აპრილს გაწერეს




კომენტარები:

ფართი შოპი