გამოვა თუ არა სამშაბათს მელია ციხიდან - რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ამისთვის

12 Apr 2021 10:38

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება და შესაძლოა იგი გირაოს გარეშე გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან. იურისტი ლია მუხაშავრია არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა მელიას ყველა ბრალდება მოუხსნან.

მუხაშავრია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მოსამართლეს შეუძლია მელია გირაოს გარეშე გაათავისუფლოს, მისი ბრალდება კი ისევ განხილვაში დარჩეს.


„მოსამართლეს შეუძლია მელია გირაოს გარეშეც გაათავისუფლოს ისე, რომ მისი ბრალდების განხილვა კვლავ ძალაში დარჩეს. რეალურად ადვოკატებმა იმიტომ მოითხოვეს ნიკა მელიას დაბრუნება სასამართლო დარბაზში, რომ უნდა დააყენონ პატიმრობის გაუქმების საკითხი. თუმცა, მისი ბრალდების არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა.


„ჩვენ ვიცით, რომ მელია გირაოს გადახდის წინააღმდეგია. ამიტომ არ მგონია სასამართლომ გირაოს საკითხი დააყენოს, თუნდაც პროკურატურის შუამდგომლობით.


„მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის შედეგად ნიკა მელიას პატიმრობიდან გაათავისუფლებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი საქმის განხილვა სასამართლოში დამთავრდება, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ სრულიად გამამართლებელი განაჩენი გამოვიდეს საერთაშორისო ზეწოლის გამო, რადგან მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ მელია პოლიტპატიმარია," - ამბობს მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას.




კომენტარები:

ფართი შოპი