როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 Apr 2021 12:07

12 აპრილს ქუთაისში წვიმა და +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა, ღამით კი +7 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +12 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.


ფოთშიც იწვიმებს. +13 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღე და +14 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით +7 იქნება. სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.


მესტიაში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით ნალექსა და +14 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.


წვიმიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.


წვიმიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.


გორშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.


ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +10 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.


ლაგოდეხში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.


წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით წვიმა და +21 იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.


რუსთავში დღისით ჰაერის +20 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +9 გრადუსია. დედაქალაქშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი