ივანიშვილი მგელია – ეს ბევრს ავიწყდება! – თეა წულუკიანი

12 Apr 2021 12:25

გადაცემაში „ნოესთან“ თეა წულუკიანი ამბობს:

„თუ მგელში გულისხმობთ, ისეთ ფიგურას, ლომს რომ უახლოვდება, ქართულ პოლიტიკაში თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდს ავიღებთ, მგელი შევარდნაძე ნამდვილად იყო, თუმცა მას მელას უწოდებდნენ.


თუ უფრო აქეთ წამოვალთ, პოლიტიკური მგელი, იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩ-მოაჩოჩა და სახელმწიფო ინტერესი გადაარჩინა, იბრძოლა, სადაც დასჭირდა ებრძოლა, იბრძოლა და კომპრომისისთვის დაიხია, ეს ნამდვილად არის ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი, რომლის გარეშეც ვერ გავიმარჯვებდით 2012 წელს, ეს ბევრს ავიწყდება. სხვა არ ვიცი, ვინ შეიძლება მგლად ჩავთვალოთ.


უარყოფით მგელს თუ ავიღებთ, გვარების ჩამონათვალი უფრო გრძელი იქნება.”


ალია



კომენტარები:

ფართი შოპი