"ჩემ თავთანაც ძალიან დიდი ცინიკოსი ვარ... რწმენა მეხმარება...ამ ყველაფერს ეს ერთი ქათმის წონა ქალი ვერ შევძლებდი" - თეა წულუკიანი

12 Apr 2021 12:58

კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახა­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ამ­ბობს, რომ არ იცის, პო­ლი­ტი­კო­სის­თვის ცი­ნიზ­მი რამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნია, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა, ცი­ნიზ­მის გა­რე­შე ძნე­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან "იმე­დის" ეთერ­ში გა­და­ცე­მა­ში "სტუმ­რად ნო­ეს­თან" ისა­უბ­რა.


"მე ჩემ თავ­თა­ნაც ძა­ლი­ან დიდი ცი­ნი­კო­სი ვარ და ჩემ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა ეს იცი­ან. მა­გა­ლი­თე­ბიც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ვინ­მეს რომ არ ეგო­ნოს, რომ ჩემი ცი­ნიზ­მის მსხვერ­პლია უსა­მარ­თლოდ. მე თვი­თონ ვარ ჩე­მი­ვე ცი­ნიზ­მის სა­გა­ნი ხში­რად. ვცდი­ლობ, სა­კუ­თარ თავს გა­რე­დან შევ­ხე­დო და ახ­ლობ­ლებს ბევ­რჯერ უსაყ­ვე­დუ­რი­ათ - ნუ იცი ხოლ­მე ასე შენი თა­ვის და­ცინ­ვა, დაკ­ნი­ნე­ბა არ ვარ­გა.


ამ დროს ვე­უბ­ნე­ბი, რომ რა­ტო­მაც არ ვარ­გა. მუდ­მი­ვად სე­რი­ო­ზუ­ლად თუ შე­ხე­დე სა­კუ­თარ თავს, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდ უბე­დუ­რე­ბა­ში გა­ეხ­ვე. ფრან­გულ­ში არის ასე­თი გა­მოთ­ქმა, ვი­ღა­ცა­ზე რომ მკი­თხა­ვენ, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია, თუ გი­პა­სუ­ხეს, რომ "ო, ეს ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც თავს სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამს“, ეს ძა­ლი­ან ცუდი და­ხა­სი­ა­თე­ბაა ფრან­გე­ბის­თვის.


იუ­მო­რის ნიჭი ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭია და მე ეს დი­დად, ალ­ბათ, არ მაქვს, მაგ­რამ ეს არის უფრო ცი­ნიზ­მი. მე მა­ინც ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს ჩემი ხუმ­რო­ბა თუ ცი­ნიზ­მი ადა­მი­ა­ნებს მძი­მე გან­ცდებ­ში არ აგ­დებს, რად­გან ეს არ არის ჩემი მი­ზა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა და დას­ძი­ნა, რომ არ ჰგო­ნია, რომ მისი ვინ­მეს ეში­ნო­დეს.


"გე­ში­ნია იმის, ვის­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა, ელო­დე ცუდ საქ­ცი­ელს“, - გა­ნა­ცხა­და მან.


ამას­თან, წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნეა და ეა­მა­ყე­ბა, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნია და "ზე­მო­დან დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე", ის, "ერთი ქათ­მის წონა ქალი", ამ ყვე­ლა­ფერს ვერ შეძ­ლებ­და.


"ეს არის რწმე­ნა, რო­მე­ლიც ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა, ხელს მი­წყობს, რად­გან რაც არ უნდა ვი­ძა­ხო, რომ მყა­რი ფსი­ქი­კა მაქვს, ში­ნა­გა­ნად სიმ­ტკი­ცე მაქვს, სწო­რად აღ­მზარ­დეს, რომ უნდა იბ­რძო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში და არ უნდა იყო ხე­ლებ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი, მწამს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მე, ერთი ადა­მი­ა­ნი, ეს ერთი ქათ­მის წონა ქალი, ვერ შევ­ძლებ­დი. ამას ხში­რად ვამ­ბობ“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.




კომენტარები:

ფართი შოპი