კახეთში გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს! – ის ცოლად სხვა კაცს გაჰყვა

12 Apr 2021 20:01

18 წლის გოგო, რომელიც კახეთში გუშინ დილით გაუჩინარდა, იპოვეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის ცოლად სხვა კაცს გაჰყვა.


როგორც გოგოს მამა, შახმაზ ყურბანოვი აცხადებს, მისი შვილი სოფელ დუზაგრამაში მცხოვრებ მამაკაცზე იყო დანიშნული. ამის გამო კი, მისთვის პროტესტი არ შეუნიშნავს.


„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილი დედის გვარზეა. ლამბალოში დროებით საცხოვრებლად ვიმყოფებით. 6 თვის წინ დაინიშნა დუზაგრამელ ბიჭზე, დეიდამ გააცნო. თვითონ დაგვთანხმდა, არაფერი დაგვიძალებია. თბილისშიც იყვნენ წინა კვირას, ავეჯი იყიდეს. გუშინ დილით, ათის ნახევარზე, ხელები დაიბანა, ახლავე მოვალო და სად გაქრა, ვერ გავიგეთ. არც შეგვინიშნავს, რომ ვინმე სხვასთან ურთიერთობა ჰქონდა. დეიდას მესიჯი გამოუგზავნა, სხვა მიყვარს და ამასთან ვერ ვიქნებიო", - უთხრა "პრაიმტაიმსს" გოგონას მამამ.


რეზონანსი 




კომენტარები:

ფართი შოპი