"ჩვენი 15 - კაციანი დაბადების დღე გახადეს სალაპარაკო" - რას წერს სოფო ბედია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ხალხმრავალ დაბადების დღეზე იმყოფებოდა

12 Apr 2021 20:48

მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ხალ­ხმრა­ვალ და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მან ჯერ და­წე­რა, რომ მისი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მხო­ლოდ 15 კაცი იყო შეკ­რე­ბი­ლი.


"რე­გუ­ლა­ცი­ებს არ ვარ­ღვევ და კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ! კო­რო­ნა 3 თვის წინ გა­და­ვი­ტა­ნე ( საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად) იზო­ლი­რე­ბუ­ლად და ყვე­ლა­ნა­ი­რი წე­სის დაც­ვით! საფრ­თხეს არ წარ­მო­ვად­გენ არა­ვის­თვის და არც არა­სო­დეს შე­ვუქ­მნი პრობ­ლე­მას! 30 მარტს, ჩემი მე­გობ­რის ცირა ბზიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის­დღე ავღ­ნიშ­ნეთ ვიწ­რო წრე­ში! 


შე­ვიკ­რი­ბეთ 15 ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით, 5 კაცი ვი­ჯე­ქით თითო მა­გი­დას­თან! 7:50 წუთ­ზე და­ვი­შა­ლეთ! ბო­დი­ში ეხლა თუ ვიმ­ღე­რეთ და ვი­ცეკ­ვეთ! ჩვე­ნი გარ­თო­ბა გახ­და სა­ლა­პა­რა­კო ისე­დაც ცხოვ­რე­ბა მოგ­ვბეზ­რდა ისეთ რე­ა­ლო­ბა­ში ვართ! შე­ი­ხე­დეთ სხვა რეს­ტორ­ნებ­ში რა ხდე­ბა და არა­ვის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად არ აგ­ვიღ­ნიშ­ნია! ძა­ლი­ან ცუ­დია გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას ასე­თი ცუდი სა­ხით რომ აშუ­ქე­ბენ!!! და სა­დღაც კლუბ­ში აზე­ლილ სი­ტუ­ა­ცი­ას რო ამონ­ტა­ჟე­ბენ ჩვენ­თან ერ­თად!"


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი